საშობაო ბაზრობა შატო მუხრანმაც გააუქმა

შატო მუხრანში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა გაუქმდა. ინფორმაციას სასტუმრო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ძვირფასო სტუმრებო, საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ 15 დეკემბერს შატო მუხრანში დაგეგმილი საშობაო ბაზრობა.

ეს გადაწყვეტილება მიღებულია ჩვენი სტუმრების, პარტნიორებისა და გუნდის კეთილდღეობისათვის.

ბოდიშს გიხდით ნებისმიერი უხერხულობისთვის და ვაფასებთ თქვენს თანადგომას.

გმადლობთ თქვენი მუდმივი მხარდაჭერისთვის. დარჩით უსაფრთხოდ და გაუფრთხილდით თავს!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნათია ზარიძე