„ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა“, - ამის შესახებ კიბერუსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი მოქალაქეებს შეახსენებს იმ საფრთხეებს, რომელიც უცხო ქვეყნის ნომრებიდან ზარებს თუ აპლიკაციაში შემოსულ შეტყობინებებს ახლავს თან.
„სამწუხაროდ, უცხოეთიდან ან ქართული ნომრიდან შემომავალი მუქარის ზარები ისევ აქტუალურია, ამიტომ, მცირედი განახლებებით ძველ პოსტს გავიმეორებ ეს არის ცნობილი spoofing-მეთოდი, როდესაც დამრეკი შესაბამისი ინფრასტრუქტურის (სოფტი, აპლიკაცია..) გამოყენებით ცვლის საკუთარ ნომერს ისე, რომ ადრესატი ხედავს სხვის ან საერთოდ არარსებულ ნომერს. იყენებენ ქოლცენტრები, ტელემარკეტერები.
თავად მეთოდი შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაული არ იყოს ზოგ ქვეყანაში, მაგრამ მუქარა ყველგან დანაშაულია კარგი ის არის, რომ შემომავალი სატელეფონო ზარით ტელეფონში არსებული ინფრომაციის მოხსნის ალბათობა მინიმალურია. სრულიად იმიტომ არ გამოვრიცხავ, რომ კიბერში გამორიცხული არაფერია, თუმცა საყოფაცხოვრებო დონეზე ეს შეუძლებელია.
"მერკელს CIA დანიის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გავლით უსმენდა" ამბები ხდება, მაგრამ არა ჩვენ დონეზე ფრთხილად, ამგვარი ზარისას მთავარია ინფორმაცია თქვენ არ გასცეთ: არ უპასუხოთ შეკითხვებს, არ მიაწოდოთ მონაცემები, არ გადარეკოთ უკან - არსებობს თანხების ჩამოჭრის საფრთხე.
ხანგრძლივი კონტაქტისას შესაბამისი ტექნიკური უზრუნველყოფით შესაძლებელია ადრესატის ადგილმდებარეობის განსაზღვრაც. არ დაგავიწყდეთ დღეს ინფორმაციად განიხილება ასევე თქვენი ხმა, რომლის ჩაწერასაც შეიძლება ემსახურებოდეს ეს ზარი და შემდგომ, ამ ხმით ფეიკ შეთქმულების ორგანიზების საუბარი ან ლანძღვა-გინების ან სექსუალური კონტენტის ფაბრიკაცია მოახდინონ დისკრედიტაციის მიზნით. საუკეთესოა, თუ არ უპასუხებთ ზარს ან გინებაზე მაინც არ უპასუხებთ გინებით.
მნიშვნელოვანია და არ აგერიოთ: სატელეფონოსგან განსხვავებით, აპლიკაციაში (ვაიბერი, ვათსაპი, სიგნალი.) განხორციელებული უცხო ზარები არ არის უსაფრთხო ამ დროს ინფორმაციის მოპარვა ან ტელეფონის დავირუსება შესაძლებელია, ტექნოლოგიურად სხვა ზარია და ამიტომ.
ვათსაპში ამგვარი შემთხვევები ცნობილია, ძალიან ცნობილიც კი. ვირუსი პეგასუსი, მაგალითად, რომელიც წვდომას იღებს სურათებზე, მიკროფონზე, კამერაზე, პაროლებზე და მთელ კონტენტზე. ეს ხვრელი ამჟამად ამოქოლილია, მაგრამ რადგან ასეთი პრეცედენტი იყო, არ უპასუხოთ უცხო ზარს აპლიკაციებში. ზარზე გაცილებით სახიფათოა სმს, ის შეიძლება შეიცავდეს მალვეარს, ვირუსს, მითუმეტეს, თუ ის გვთავაზობს ბმულზე გადასვლას ან რაიმე ფაილის ჩამოტვირთვას - აქ მაღალია ალბათობა იმისა, რომ მოქმედების (ბმულზე გადასვლა, ჩამოტვირთვა, ფაილის გახსნა) განხორციელების შემთხვევაში დამნაშავემ წვდომა მიიღოს თქვენს ტელეფონში არსებულ ინფორმაციაზე, პაროლებზე, მიმოწერაზე და სხვა“, - აღნიშნავს ექსპერტი.