კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის და ორი დამოუკიდებელი უწყების - კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს შექმნის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტშია

კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფის და აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში ორი დამოუკიდებელი უწყების - კულტურის სამინისტროსა და სპორტის სამინისტროს შექმნის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტშია.

პროექტის თანახმად, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან აღმასრულებელ ხელისუფლებას ორი სამინისტრო დაემატება, საიდანაც კულტურის სამინისტრო კულტურის პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით მოქმედი კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე გახდება, ხოლო სპორტის სამინისტრო შესაბამისი დარგობრივი მიმართულებით მინიჭებულ უფლებამოსილებებს განახორციელებს.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის, ვახტანგ ბაჩიაშვილის თქმით, აღნიშნული ცვლილებები იმ სამთავრობო პროგრამით არის განპირობებული, რომელიც პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს ნდობის მიღებისას წარუდგინა.

ცვლილებები „მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონში ხორციელდება და მას პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.