„ბიბლუსი ჯგუფი“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას აუქმებს

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას, - ამის შესახებ განცხადებას „ბიბლუსი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, „ბიბლუსი ჯგუფი“ აუქმებს საახალწლო ფესტივალის მასშტაბურ ღონისძიებას.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ღონისძიებისთვის მთელი წლის განმავლობაში ვემზადებოდით, მოცემულ სიტუაციაში არამართებულად მიგვაჩნია საზეიმო ღონისძიების ჩატარება“, - აღნიშნულია „ბიბლუსის“ განცხადებაში.

მერი ტაბატაძე