აფხაზეთის მთელ ტერიტორიას ელექტროენერგია არ მიეწოდება - ამის შესახებ TASS-ს „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახურში განუცხადეს.
„ენგურჰესმა“, რომელიც აფხაზეთს ამარაგებს, მუშაობა შეაჩერა. შუქი არ არის რესპუბლიკის მთელ [ტერიტორიაზე]“, - განუცხადეს სააგენტოს „ჩერნომორენერგოში“ და დასძინეს, რომ ჰესის ავარიული გამორთვა მოხდა წყლის კრიტიკულად დაბალი დონისა და არასაკმარისი შემოდინების გამო.
„ბიზნესპრესნიუსი“ დეტალების გარკვევას „ენგურჰესის“ ხელმძღვანელობასთან ცდილობს. ინფორმაციას მათი მხრიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ცნობისთვის: აფხაზეთში დენის გათიშვის გრაფიკი გაიზარდა. ახალი გრაფიკით, მოსახლეობას დენი დღის განმავლობაში მხოლოდ 4 საათისა 40 წუთით მიეწოდება, ხოლო 21:00-იდან დილის 07:00 საათამდე მიწოდებაზე შეზღუდვა არ იმოქმედებს. ამასთან, ენერგოკრიზის გამო 10 დეკემბრიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა.