გერმანიაში მგზავრებს 10 ათასი უპილოტო ავტობუსი მოემსახურება

გერმანია 10 ათასი უპილოტო საქალაქო ავტობუსის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ საავტომობილო გზების ფედერალური სამმართველოს განცხადებაში წერია, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

კერძოდ, ავტობუსები მგზავრების მომსახურებას, სავარაუდოდ, 2027 წლიდან დაიწყებენ, ხოლო პირველი ქალაქი, რომელიც ამის ნებართვას მიიღებს, ჰამბურგი იქნება.

ოფიციალური პირები, ასევე, იმედოვნებენ, რომ მომავალში ქვეყნის მასშტაბით უპილოტო სატვირთო ავტომობილებიც იმოძრავებენ.

ცნობისთვის: უპილოტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დატესტვა ევროპის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს. კერძოდ, ასეთი ავტობუსები ესტონეთის ტარტუს, დანიის კოპენჰაგენისა და გერმანიის მაინის-ფრანკფურტის ქუჩებში უკვე მოძრაობს. მალტაში უპილოტო ავტობუსები 2025 წლიდან გამოჩნდება. ტრანსპორტის ახალ რეჟიმზე მოსახლეობის რეაქციას მთავრობა ოთხი წლის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ