რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მთის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მაღალმთიანი რეგიონების ხელშეწყობის პროგრამების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი უკვე მინიჭებული აქვს 1802 დასახლებას, მათ შორის 9 ქალაქს, 21 დაბასა და 1772 სოფელს (საქართველოს მთლიანი დასახლებების დაახლოებით 49%). მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსით სარგებლობს საქართველოს 257,412-ზე მეტი მოქალაქე.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შეღავათებისათვის, კანონის ამოქმედებიდან დღემდე, სულ, გაიცა - 746.4 მილიონი ლარი შვილის შეძენისას ოჯახებისათვის, პენსიონერების, ექიმებისა და ექთნების, საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და მწვრთნელების დანამატის სახით, მოხმარებული ელექტროენერგიის შეღავათისათვის და სხვა კანონით დადგენილია საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი დასახლებების ფიზიკური პირებისა და საწარმოებისათვის: საშემოსავლო გადასახადის, მოგების გადასახადის, ქონების გადასახადის ნაწილში.
დღეის მდგომარეობით, მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსით სარგებლობს 555 საწარმო.
კანონის საფუძველზე შეიქმნა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი.
2016 წლიდან დღემდე მაღალმთიანი დასახლებების ფონდიდან მაღალმთიან დასახლებებში განხორციელდა 180 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები და პროგრამები, მათ შორის დაფინანსდა საგზაო, წყალმომარაგების, წყალარინების, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, აგრეთვე, ისეთი სახელმწიფო პროგრამები, როგორებიცაა: „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამა“; „დანერგე მომავალი“; „სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა“; „სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის თანადაფინანსების პროგრამა“; პარა მედიკოსების პროგრამა; მზის პანელებით უზრუნველყოფის პროგრამა; ფშავ-ხევსურეთის ინტერნეტიზაციის პროგრამა და სხვა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების პოლიტიკის ფარგლებში, 2019-2023 წლების სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმების განხორციელების შემდგომ, შემუშავდა და მიმდინარეობს საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის განხორციელება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.