„კოკა-კოლა“ - მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუქმოთ საახალწლო ქარავანი

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წელს გავაუქმოთ“, - ამის შესახებ აღნიშნულია „კოკა-კოლა ბოთლერს საქართველოს“ განცხადებაში.

„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

„კოკა-კოლა მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდია, დასავლური ღირებულებებისა და იდეალების ერთგული. დღიდან დაარსებისა, ისწრაფვის, გააუმჯობესოს საზოგადოების ცხოვრება, ახალგაზრდებს მისცეს მოტივაცია და რწმენა, რომ სწორედ ისინი ქმნიან ქვეყნის მომავალს.

დღეს ამ მომავლის ერთადერთ გზად, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ყოფნას მივიჩნევთ. კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც დაუღალავად და უშიშრად დგას ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე.

მსოფლიოს სჭირდება მეტი სანტა ამ გზავნილით, კოკა-კოლა ადამიანებს არწმუნებს, რომ ახალი წლის ჯადოსნური დღესასწაულის მთავარი სიმბოლო და გმირები თავად არიან.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველასთვის საყვარელი და ახალი წლის განუყოფელი ნაწილი, საახალწლო ქარავანი, წეს გავაუქმოთ. ვთვლით, რომ ზუსტად ახლა არის დრო, ვეძებო „სანტა“ საკუთარ თავში. გავაძლიეროთ და მარტო არ დავტოვოთ ერთმანეთი“, - აღნიშნულია კოკა-კოლა ბოთლერს საქართველოს განცხადებაში.

მერი ტაბატაძე