კვლევითი ინსტიტუტი კავკასიის ეკონომიკის 2024 წლის დეკემბრის მიმოხილვას აქვეყნებს.
დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს კავკასიის ეკონომიკის ზრდა 4.4%-ია. 2022 წელს კავკასიის ზრდა 7.8%-ს აღწევდა. გასულ წელს ეკონომიკური ზრდის ტემპის კლება, რუსეთიდან ადამიანური და ფინანსური კაპიტალის ნაკადების შემცირებასა და, წინა წელთან შედარებით,ნავთობის დაბალ ფასებს უკავშირდება. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ზრდამ 7.2% შეადგინა.
რეგიონში ზრდის ყველაზე დაბალი ტემპი აზერბაიჯანში დაფიქსირდა. 2023 წელს აზერბაიჯანის ეკონომიკა 1.1%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ზრდამ 4.9% შეადგინა. აზერბაიჯანის ეკონომიკის 33.6%-ს ნავთობისა და გაზის ინდუსტრია იკავებს. ამ ინდუსტრიის გარეშე, ზრდის ტემპმა 6.8% შეადგინა.
გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის პირველ ათ თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 10% შეადგინა. ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მშენებლობის, მრეწველობის, საფინანსო, ტელეკომუნიკაციების, ტრანსპორტის და ვაჭრობის სექტორებმა შეიტანა.გასულ წელს სომხეთის ეკონომიკა 9.8%-ით გაიზარდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში,წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 8.1%-ით გაფართოვდა. სომხეთის ეკონომიკურ ზრდაში განსაკუთრებულ როლს სავაჭრო სექტორი თამაშობს, რომელმაც ამ პერიოდში 18.8%-ით მოიმატა, სამშენებლო დარგმა კი - 15.5% -ით.