„ჩვენო საყვარელო მომხმარებლებო, წელს „ლუმიერსი“ საახალწლო ბაზრობაზე არ დაგხვდებათ“

ტკბილეულის კომპანია „ლუმიერსი“ საახალწლო ბაზრობაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ კომპანია სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენო საყვარელო მომხმარებლებო, წელს „ლუმიერსი“ საახალწლო ბაზრობაზე არ დაგხვდებათ. დარწმუნებული ვართ, შემდეგ ახალ წელს თქვენთან ერთად ევროპულ საქართველოში ვიზეიმებთ. ძალიან, ძალიან გვიყვარხართ“, - აღნიშნავს „ლუმიერსი“.

ნათია ზარიძე