Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი და Instagram-ი შეფერხებით მუშაობს

Meta-ს პლატფორმები, მათ შორის Facebook-ი, Instagram-ი, Messenger-ი, შეფერხებით მუშაობს.

მომხმარებლებს საკუთარ ანგარიშებზე შესვლა უჭირთ.

Meta-ს პროდუქტები 11 დეკემბერს, დაახლოებით 22:10 საათზე, გლობალურად გაითიშა.

Downdetector-ის მონაცემებით, 22:10 საათისთვის Meta-ს მომხმარებლებისგან 100 ათასზე მეტი რეპორტი შევიდა.