საბერძნეთის სამზარეულო მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა - რომელ ადგილზეა საქართველო

Tasteatlas-ის 2024-2025 წლების 100 საუკეთესო სამზარეულოს შორის საქართველო 29-ე ადგილზე მოხვდა. განახლებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანამ 5-დან 4.26 ქულა დააგროვა.

რეკომენდირებულ ქართულ საკვებს შორის არის ხინკალი, გურული ხაჭაპური, სულგუნი, მწვადი, წიწილა კეცზე და სხვები.

რაც შეეხება სამეზობლოს ქვეყნებს, რეიტინგში მე-6 ადგილი დაიკავა თურქულმა სამზარეულომ, 34-ე პოზიციაზეა - რუსული სამზარეულო, 57-ზე - აზერბაიჯანული, ხოლო სომხური სამზარეულო 93-ე ადგილზეა.

მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა საბერძნეთის სამზარეულო, მას კი რეიტინგში მოსდევს იტალია, მექსიკა, ესპანეთი და პორტუგალია.

ცნობისთვის, რეიტინგი Tasteatlas-ის მონაცემთა ბაზაში არსებული 15 478 საკვების მომხმარებელთა შეფასებებს ემყარება.

მერი ტაბატაძე