„მთა თავისუფლებისთვის“ – 14 დეკემბერს ექსტრემალური ტურიზმის წარმომადგენლები აქციას აანონსებენ

„მთა თავისუფლებისთვის!“ – ამ სახელწოდებით ევროპული მომავლის დასაცავად სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურიზმის წარმომადგენლები აქციას აანონსებენ.

საპროტესტო აქცია თბილისში, ფილარმონიასთან 14 დეკემბერს 15:00 საათზე გაიმართება.

„მთამსვლელებო, მოთხილამურეებო, მოლაშქრეებო, გამყოლებო, სათავგადასავლო აქტივობების, ექსტრემალური სპორტების მიმდევრებო და ქომაგებო, შემოგვიერთებიან, ჩვენი პროტესტით, ერთად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი!“, - აღნიშნულია სფეროს წარმომადგენლების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

მერი ტაბატაძე