წელს „ჰიპის“ და „ჟოლობარის“ ფერადი ავტობუსები წელს საახალწლო სოფლებში არ დაგხვდებათ, - ამის შესახებ განცხადებას „ჰიპი“ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ჩვენო ძვირფასო მომხმარებლებო, წინა წლებისგან განსხვავებით, „ჰიპის“ და „ჟოლობარის“ ფერადი ავტობუსები წელს საახალწლო სოფლებში არ დაგხვდებათ.
ზეიმის და დღესასწაულის განწყობის დრო ამ მომენტში ნამდვილად არ გვაქვს…
მომავალ ახალ წელს ევროპულ საქართველოში შევხვდებით და ერთად ავახმაურებთ საახალწლო სოფელს!“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.