სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების, გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, ივლისში მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონ ევროს შეადგენდა, 10 დეკემბერს განახლებული მონაცემების თანახმად კი ფასი 2 მილიონით შემცირდა და 18 მილიონი ევრო შეადგინა.
შეგახსენებთ, Transfermarkt-ზე ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელიაა და მისი სატრანსფერო ფასი 80 მილიონ ევროს შეადგენს, მას მოსდევს გიორგი მამარდაშვილი 45 მილიონი ევროთი, მესამე ადგილს კი მიქაუტაძე იკავებს.