2025-2028 წლებში FMCG ბაზარი წლიურად 8.0%-ით გაიზრდება - ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის თანახმად, FMCG ბაზრის ზრდის წარმმართველი ფაქტორი იქნება მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ზრდა.
„FMCG ბაზარი მოსალოდნელია, რომ წლიურად 8.0%-ით გაიზრდება 2025-28 წლებში და 31.7 მლრდ ლარს მიაღწევს 2028 წელს“ - აღნიშნულია კვლევაში.
„გალთ ენდ თაგართის“ მიხედვით, FMCG სექტორი ტრადიციულად ადგილობრივი მოსახლეობის მოხმარების ხარჯზე იზრდება, თუმცა ტურიზმის აღდგენასა და მიგრანტების შემოდინებას მნიშვნელოვანი კონტრიბუცია ჰქონდა 2022-23 წლებში.