ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი - არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ექცევა

ჩვენ აქ ვართ განსაკუთრებულ მომენტში და ეს განსაკუთრებული მომენტი არის ის, თუ როგორ ექცევა ეს ხალხი - ეს პარტია „ქართული ოცნება“ და უშიშროების აპარატი და არაოფიციალური სამხედრო ნაწილი საქართველოს მოქალაქეებს და მხოლოდ ეს ართულებს სიტუაციას, - ამის შესახებ გერმანელმა ევროპარლამენტარმა, სერგეი ლაგოდინსკიმ თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც „ქართული ოცნება“ ექცევა.

„არც ერთი დემოკრატიული ძალა არ უნდა მოექცეს მოქალაქეებს ისე, როგორც ის ექცევა. ეს არის მთავარი კითხვა, როგორ მოვექცეთ პარტიას, რომელიც არ ცნობს დემოკრატიულ მოძრაობას და საკუთარი ქვეყნის თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას. ამ სიტუაციაში ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა იმისა, შევხვდეთ მათ, ვისაც ჩაგრავენ, სცემენ, ციხეში სვამენ. აი რატომ ვართ, სადაც ვართ და რატომ ვხვდებით, ვისაც ვხვდებით“, -აღნიშნა ევროპარლამენტარმა.