„ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას“ – OnWay სოლიდარობის ფონდში 5 000 ლარს რიცხავს

„ონვეი მხარს უჭერს საქართველოს ევროპისკენ სვლას!“, - ამის შესახებ აღნიშნულია სოციალურ ქსელში OnWay-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანია გმობს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას და მხარდაჭერის ნიშნად სოლიდარობის ფონდში 5 000 ლარს რიცხავს.

„ევროკავშირში ინტეგრაცია ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოების გარანტიებს, თავისუფალ მიმოსვლასა და უკეთეს შესაძლებლობებს ჩვენი მოქალაქეებისთვის.

ევროპული მომავალი არის ქართველი ხალხის ნების გამოხატულება, ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციითაა განმტკიცებული და მისგან გადახვევა ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ადამიანს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის იბრძვის.

ვგმობთ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას, მხარდაჭერის ნიშნად კი 5000 ლარს ვრიცხავთ სოლიდარობის ფონდში.

ეს თანხა გვინდა, რომ მოხმარდეს აქციაზე დაზარალებული ადამიანების მკურნალობას და მათ ფინანსურ მხარდაჭერას.

საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია“, - წერს სოციალურ ქსელში კომპანია.

მერი ტაბატაძე