„ჩვენო გულშემატკივრებო, წელს ვერ შევხვდებით საახალწლო სოფელში და მსგავს დაგეგმილ ღონისძიებებზე“, - ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ბამოს“ განცხადებაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ „ბამოს“ განცხადებას.
„ჩვენო გულშემატკივრებო და ძვირფასო მომხმარებლებო, წელს ვერ შევხვდებით საახალწლო სოფელში და მსგავს დაგეგმილ ღონისძიებებზე.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ვფიქრობთ საზეიმო განწყობა ნამდვილად არ არის.
ძალიან დიდხანს ვემზადებოდით, ვშრომობდით და ვქმნიდით. ბევრმა თქვენგანმა იცით თუ როგორი მნიშვნელოვანი და ძვირფასია ახალი წელი ჩვენთვის, ბამოს სახლები მეტწილად ახალ წელთან ასოცირდება და სწორედ ამ დროს გამოვიფინებით ხოლმე თქვენს სახლებშიც.
ამჯერად შეგიძლიათ გვეწვიოთ მხოლოდ ჩვენს ფიზიკურ ლოკაციაზე“, - აცხადებენ კომპანია „ბამოში“.