წელს საშობაო ბაზრობა არ ჩატარდება, - ამის შესახებ აღნიშნულია სოციალურ ქსელში „ვალდორფის სკოლის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„დეკემბერში ამ დროს, ტრადიციულად, საშობაო ბაზრობისთვის ვემზადებით ხოლმე. საშობაო ბაზრობის მზადებაცა და საკუთრივ ბაზრობის დღეც ზეიმია - ხალისიანი, მხიარული, ხმაურიანი, ჟრიამულიანი.
ახლა ქვეყანაში განსხვავებული ვითარებაა.
14 დეკემბერს საშობაო ბაზრობა გვქონდა დაგეგმილი.
გვინდა გაცნობოთ სკოლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება - წელს საშობაო ბაზრობა არ ჩატარდება.
დაგეგმილი ღია გაკვეთილებისა და საკლასო-შემეცნებითი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდიან კლასის მასწავლებლები და მზრუნველები.
იმედით, რწმენითა და უკეთესის მოლოდინით, „ვალდორფის სკოლა“, - აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.