ტრამპი იმ პირებს, რომლებიც აშშ-ში მილიარდი დოლარის ან მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, შეღავათებს მიანიჭებს

ახლადარჩეულმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ვინც აშშ-ის ეკონომიკაში 1 მლრდ დოლარს ან მეტ ინვესტიციას განახორციელებს, ყველანაირ ნებართვას დაჩქარებული წესით მიიღებს.

ამის შესახებ ტრამპმა Truth Social-ზე დაწერა.

„ნებისმიერი პირი ან კომპანია, რომელიც შეერთებულ შტატებში 1 მლრდ დოლარის ან მეტ ინვესტიციას განახორციელებს, ყველანაირ, მათ შრის, გარემოსდაცვით ნებართვასა და შეთანხმებას დაჩქარებული წესით მიიღებს,“ - წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის: 10 დეკემბერს დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო ხელფასსა და პენსიაზე უას იტყვის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ