სახელოვნებო მსვლელობის მონაწილეები თავდაპირველად სახელმწიფო კონსერვატორიასთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც ჭავჭავაძის, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაზე გადავიდნენ.
მათ ადგილზე ბანერები აქვთ გაშლილი -"კონსერვატორია არ დაკონსერვდება", "თავისუფლება ანრი კაკაბაძეს".
აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებასა და ახალ არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
გაერთიანებული მსვლელობა ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, შემდეგ კი, თბილისის მერიასთან გადაინაცვლებს.