„HR-ები და ტრენერები ევროპისკენ!“ - ხვალ რესპუბლიკის მოედნიდან მარში გაიმართება

HR-ები და ტრენერები ევროპისკენ, - ამ ლოზუნგით ხვალ, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე სფეროს წარმომადგენლები მსვლელობას გამართავენ.

„ძალა ზრუნვაშია“ - ამ მოწოდებით გამოდიან სფეროს წარმომადგენლები და ევროპული მომავლისთვის მარშს რესპუბლიკის მოედნიდან აანონსებენ.

ცნობისთვის, ხვალ 14:40 საათზე ვაკის პარკიდან დაგეგმილია მარკეტერებისა და PR სპეციალისტების მსვლელობა, ამასთან, 17:00 საათზე ეკონომიკის სამინისტროსთან შეკრებას გეგმავენ მეღვინეები, სომელიეები, მევენახეები და სფეროს წარმომადგენლები.

მერი ტაბატაძე