მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 300-მდე რეგისტრატორი დასაქმდა

მიწის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში 300-მდე რეგისტრატორი დაასაქმა.

ამავე ცნობით, რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობს მოქალაქეებთან სატელეფონო კონსულტაცია. განხორციელებული კონსულტაციების რიცხვი ამ დროისთვის 54 555-ს შეადგენს.

რეფორმის ფარგლებში, ქვეყანაში ყოველდღიურად საშუალოდ 4000 მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება. რეფორმის დაწყებიდან დღემდე დარეგისტრირებულია 1000 000-ზე მეტი მიწის ნაკვეთი.

ნათია ზარიძე