სტარტაპერები 13 დეკემბერს საპროტესტო აქციას გამართავენ

ხვალ, 13 დეკემბერს სტარტაპერები ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. ინფორმაცია აქციის შესახებ „ფეისბუკ“ ჯგუფში „სტარტაპ ინფო“ ვრცელდება.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს სტარტაპების სამართლიანი პროტესტი იქნება.

„პარასკევს, 13 დეკემბერს, 12:00 საათზე, სტარტაპები ვიკრიბებით ჯიტასთან, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნათია ზარიძე