საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21.109 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6.6 პროცენტით მეტია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 6.011 მლრდ აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15.098 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 6.1 პროცენტით).

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 9.087 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა,რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 43.0 პროცენტია.