მიმდინარე წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, დადიანების ორივე სასახლის საგამოფენო დარბაზის დათვალიერება ნებისმიერი ვიზიტორისთვის უფასო იქნება. შესაბამისი ინიციატივა თავად სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფორმაციაში ასევე ვკითხულობთ, რომ ამ სიახლის გარდა, ყოველ ოთხშაბათს მუზეუმის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე სტუმრებს ღია დახვდება.
„ბიზნესპრესნიუსი“ განცხადებას სრულად გთავაზობთ:
„დადიანების სასახლეთა მუზეუმის ახალი ინიციატივა!
2024 წლის 11 დეკემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე, ყოველ ოთხშაბათს, დადიანების სასახლეთა მუზეუმის ორივე სასახლის საგამოფენო დარბაზების დათვალიერება უფასო იქნება ნებისმიერი ვიზიტორისთვის!
გარდა ამისა, ოთხშაბათობით მუზეუმის წინ მდებარე პარკში არსებული კარიბჭე სტუმრებს ღია დახვდება.
მისამართი: ზუგდიდი, ზვიად გამსახურდიას გამზირი N1“ - წერია ინფორმაციაში.