IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან

IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათ ადგილზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ასევე, 13:00 საათზე, IT სფეროს წარმომადგენლებს, HR და ტრენერებისა და ფინანსური წარმომადგენლების დაორგანიზებული აქციის მონაწილეთა ჯგუფებიც შეუერთდებიან და სავარაუდოდ, თბილისის ქუჩებში გაერთიანებულ მსვლელობას გამართავენ.