ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) აქტიურ ფაზაშია. ინფორმაციას ანაკლიის საზღვაო ნავსადგური ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურისა და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში მსხვილი ევროპული კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) შეირჩა, რომელმაც წინადადება წარმოადგინა კონსორციუმის/ერთობლივი საწარმოს სახით.
მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, მაღალი რეპუტაციის, გამოცდილი, ევროპული საზღვაო მშენებელი კომპანია Jan De Nul N.V. (იან დე ნულ ენ ვი) ანაკლიაში ნავსადგურის აკვატორიის დაღრმავებით და ტალღისმჭრელის/ტალღმტეხელის პროექტირებასა და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს“ - ნათქვამია ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.