საპროტესტო აქციებში მონაწილე მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილმა ფონდმა „ფროსფერითი ჯორჯიამ“ შემოწირულებებისა და მოსახლეობის დახმარების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
ფონდის განცხადებით, ამ დროისთვის განხორციელებულია 330 000 ლარის შემოწირულობა, მოქალაქეების დახმარებისთვის კი გაღებულია 45 089 ლარი.
„მეგობრებო, გაწვდით ფონდში შემოსული თანხის განაწილების დეტალებს, 9-13 დეკემბრის მონაცემებს:
თანხა ჩარიცხა 206-მა იურიდიულმა და კერძო პირმა;
სულ შემოსულია 330 000 ლარი;
გაცემულია 45 089 ლარი.
ჯარიმა 1000 ლარი - ქ.ხ
ჯარიმა 1000 ლარი - ნ.ხ
თანადგომა ოჯახს 5000 ლარი - მ.ა
მკურნალობა 1800 ლარი - ს.ს
ჯარიმა 500 ლარი - მ.მ
ფინანსური თანადგომა 2910 ლარი - ა.ქ
ჯარიმა 2300 ლარი - გ.ბ
ფინანსური თანადგომა 1200 ლარი - ჯ.ს
ადვოკატის მომსახურება 4170 ლარი - გ.ა
ჯარიმა 1000 ლარი - ნ.ჯ
ხელფასი 3000 ლარი - მ.რ
მკურნალობა 12 718 ლარი- თ.გ
მკურნალობა 500 ლარი - ნ.ლ.
ფინანსური თანადგომა 2550 ლარი - თ.გ
ხელფასი 3441 ლარი- ნ.ო
ფინანსური თანადგომა 2000 ლარი- ჯ.მ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.