ცესკო-ს სპიკერი - 11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო

11:30 საათის მონაცემებით, პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობა კოლეგიის 170-მა წევრმა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა მიაწოდა.

მისივე თქმით, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა.

„11:30 საათის მონაცემებით, პროცესში მონაწილეობა 170 კოლეგიის წევრს ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, არჩევნები ჩაითვალა ჩატარებულად, არჩევნები შედგა, რადგან მასში მონაწილეობა უკვე მიიღო საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა“, - განაცხადა იოსელიანმა.