მედია - უკრაინელებმა რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს

უკრაინელებმა რუსეთის ორიოლის ოლქში ნავთობის საცავს დაარტყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ორიოლში მდებარე ნავთობის საცავი რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილს წარმოადგენს.

უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ნავთობის ბაზაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.