როგორი ამინდია მოსალოდნელი - 15 დეკემბრის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღუბლიანობა.

ამასთანავე, დასავლეთ საქართველოში ღამით ზოგან შესაძლებელია მცირე თოვლი, დღისით უმეტესად კი უნალექო ამინდი.

„დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით -5, 0°, დღისით +5, +10°; მთაში ღამით -15, -10°, დღისით -1, +4°; მაღალმთაში ღამით -20, -15°, დღისით -8, -3°“, - აღნიშნულია სააგენტოს ვებ-გვერდზე.

ამავე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღუბლიანობა, მცირე თოვა და ქარბუქი.

„აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ღამით დასავლეთის, დღისით აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ზოგან შესაძლებელია ძლიერი 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში ღამით -10, -5°, დღისით -2, +3°; მთაში ღამით -17, -12°, დღისით -6,-1°; მაღალმთაში ღამით -18, -13°, ზოგან -24°-მდე. დღისით -7, -2°, ზოგან -10°-მდე“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე