„ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს“ - ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა X-ზე წერს.

ის ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს რეაგირებისკენ.

„ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა კრიმინალურია და ადამიანის უფლებებს ეწინააღმდეგება.

მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, - წერს ცაჰკნა.

შეგახსენებთ, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და თანამდებობის პირებს ლეგიტიმური პროტესტის ჩახშობის, დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციები მიმდინარე წლის 1-ელ დეკემბერს დაუწესეს.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს, ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიხელსონმა განაცხადა, რომ „საუკეთესო ნაბიჯი რუსი ოლიგარქის, ივანიშვილისა და მისი მარიონეტული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესება იქნებოდა“.

დღევანდელი, 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით კი ეტონეთმა კიდევ 14 პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები.