იაპონური კომპანიები თავიანთ ოფისებში ვიტრინებს ამონტაჟებენ, რომლებშიც თანამშრომლებს მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე ახალი მარწყვის მოყვანა შეუძლიათ. სერვისი სრულად აგვისტოში ამოქმედდა.
ინფორმაციას The Japan News ავრცელებს.
კერძოდ, ოფისებში მარწყვის მოყვანის სისტემა, City Farming კომპანიებმა, Nisshinbo Holdings-მა და Nippon Shuppan Hanbai-მ შეიმუშავეს, ხოლო ვიტრინები კორპორაცია Okamura-მ დაამზადა.
მცენარის კარადა 180 სმ სიმაღლის, 180 სმ სიგანისა და 70 სმ სიღრმისაა. მასში მარწყვის 60 ნერგი ეტევა, საიდანაც ყოველდღიურად 10-დან 15-მდე მარწყვი იკრიფება.
თანამშრომლებს შეუძლიათ, City Farming-დან მოკრეფილი მარწყვი ყოველდღე შუადღიდან მიირთვან.
ინიციატორების შეფასებით, ასეთი აქტივობა პერსონალის დასვენებას უზრუნველყოფს და კომპანიის შიგნით კომუნიკაციას აუმჯობესებს. დამსაქმებლები ამბობენ, რომ ინიციატივა თანამშრომლებს შორის კომუნიკაციას აადვილებს, ისინი თავს მშვიდად და ფხიზლად გრძნობენ, რაც საოფისე გარემოთი თანამშრომლების კმაყოფილებას ზრდის.
სისტემის შეძენა ან დაქირავება შესაძლებელია. ის ეტაპობრივად ისეთ დაწესებულებებში გამოიყენება, როგორიც არის ოფისები, ხანდაზმული ადამიანების დაწესებულებები და კომერციული კომპლექსები.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ