„ბოლო დროს ნაჩქარევად მიღებული ყველა ადმინისტრაციული კანონი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში მწვავე პანიკის სიმპტომებია“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი ფადი ასლი წერს.
მისი თქმით, რეალურ დროში დიქტატორის დაშლის მოწმენი ვართ.
„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული ახალი ადმინისტრაციული კანონი საშუალებას აძლევს პოლიციას დააკავონ პირადი ეჭვის საფუძველზე, რომ შესაძლოა, გაიმეოროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ეს ნიშნავს, რომ თუ ოდესმე დაგიჭირეს სისხლში ალკოჰოლის მაღალი დონით ავტომობილის მართვაზე ,მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს პრევენციულად დაგაკავონ და ჩაგკეტონ. ეს აბსურდის მიღმაა; ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასე ტრაგიკულად სულელური რომ არ იყოს.
ბოლო დროს ნაჩქარევად მიღებული ყველა ადმინისტრაციული კანონი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობაში მწვავე პანიკის სიმპტომებია.
რეალურ დროში დიქტატორის დაშლის მოწმენი ვართ“, - წერს ფადი ასლი სოციალურ ქსელში.