2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.642 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.021 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 3.513 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ნოემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.646 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინდელი კურსით 23.455 მლრდ ლარი იყო.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.271 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.264 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.506 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 371.390 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
ამასთან, საქართველოს რუსეთის 7.870 მლნ დოლარის ვალი აქვს, 2.242 მლნ დოლარის - თურქეთის, 1.252 მლნ დოლარის ყაზახეთის და ა.შ.