მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხა შეამცირა

მთავრობამ სამედიცინო დაწესებულებებისთვის გამოყოფილი თანხა შეამცირა. კერძოდ, თუ „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 თებერვლის დადგენილებით, აღნიშნული თანხა 37.1 მლნ ლარს შეადგენდა, 16 დეკემბრის დადგენილებით, 23.149 მლნ ლარამდე შემცირდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გარკვეულ მიმართულებებზე გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად შემცირდა, ზოგიერთ შემთხვევაში კი მცირედით გაიზარდა.

უფრო კონკრეტულად, მიზნობრიობის მიხედვით, თანხა შემდეგნაირად ნაწილდება:

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა - 2.693 მლნ ლარი (წინა დადგენილებით 8 მლნ ლარი იყო)

„ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად: - 3.571 მლნ ლარი ( წინა დადგენილებით, 3.780 მლნ ლარი იყო)

მათ შორის:

  • საიჯარო გადასახადის დაფინანსება - 768.5 ლარი ( წინა დადგენილებით, 734.5 ათასი)
  • შენობის აღჭურვა/რეაბილიტაცია/ლოგისტიკური მომსახურება- 1.604 მლნ ლარი (წინა დადგენილებით 1.8 მლნ ლარი იყო)
  • ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა - 812 ათასი ლარი (წინა დადგენილებით 860 ათასი ლარი იყო)
  • ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება - 386 ათასი ლარი (იგივე დარჩა)

ასევე, საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებებისთვის (ჯამში 13.002 მლნ ლარი)

მათ შორის:

  • აღჭურვა - 9.541 მლნ ლარი (9.012 მლნ ლარი იყო)
  • რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა - 3.461 მლნ ლარი (წინა დადგენილებით 6.571 მლნ ლარი იყო)
  • პროგრამის ადმინისტრირება - 400 ათასი ლარი (იგივე დარჩა)

მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა - 1.396 მლნ ლარი (წინა დადგენილებით 7.5 მლნ ლარი იყო)

სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა ფუნქციონირების ხელშეწყობა - 1. 836 მლნ ლარი (იგივე დარჩა)

სს „საჩხერის რაიონული საავადმყოფო-პოლიკლინიკური გაერთიანების“ შენობის რეაბილიტაცია და აღჭურვა 250 ათასი ლარი

ნინი ქეთელაური