საქართველოში როგორც ფულადი გადმორიცხვები, ისე ქვეყნიდან გადარიცხვები შემცირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ნოემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 33.340 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, რაც 9.4%-ით ნაკლების წინა თვის მაჩვენებელზე. ოქტომბერში ქვეყნიდან გზავნილებმა 35.685 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ამასთან, წელს იანვარ-ნოემბრის პერიოდში საქართველოდან უცხოეთში ჯამში 343.246 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა, წინა წლის იგივე პერიოდში 356.509 მლნ აშშ დოლარი.
Bpn.ge ეროვნულ ბანკზე დაყრდნობით, გთავაზობთ იმ ქვეყნების ათეულს, სადაც წელს ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი განხორციელდა:
რაც შეეხება ფულად გადმორიცხვებს, ეროვნული ბანკის მონაცემებით, წელს ნოემბერში ქვეყანაში 266.695 მლნ აშშ დოლარი ჩაირიცხა, რაც 5.1%-ით ნაკლებია, წინა თვის მაჩვენებელზე. ოქტომბერში ფულადმა ჩარიცხვებმა 281.060 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-ნოემბერში ჯამურად ფულადმა ჩარიცხვებმა 3.076 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ასევე ნაკლებია გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოსი 4.146 მლრდ აშშ დოლარი გადმოირიცხა.
რაც შეეხება ქვეყნებს,საიდანაც წელს ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა, ლიდერობს აშშ, იტალია და რუსეთის ფედერაცია.