2024 წელს, იანვარ-ოქტომბერში მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ - 660 საჩივარი დაიწერა, ხოლო, კონკრეტულად ოქტომბერში - 62.
ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული საჩივრებიდან 45 - სალომბარდე სესხებზე მოდის, 6 - ავტოსესხზე, 2 - მომენტალურ განვადებაზე, 1- სამომხმარებლო სესხებზე.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს ოქტომბერში შესული საჩივრებიდან 27 - ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე მოდის, 21 ადმინისტრაცია/მომსახურებაზე, 4 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 2- ტრანზაქციებზე, 2 საპროცენტო შენატანებზე, 2 ეთიკის კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული 62 საჩივრიდან - 12 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 35 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 15-ის შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება, თავდაპირველად მხოლოდ ბანკები, შემდეგ კი მიკროსაფინანსო სექტორიც დაემატა.