ყაველაშვილი, ციაო მინი, ოქუაშვილი - რას ეძებდნენ ბოლო ერთ თვეში საქართველოდან google-ში

ბოლო 20 დღის განმავლობაში, საქართველოში Google-ის საძიებო სისტემა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ადეკვატურია. როგორც პლატფორმის რეიტინგში ჩანს, ბოლო 7 დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად მოძებნილი ფრაზა “ზაზა ოქუაშვილი“ იყო, ხოლო 1 თვის მდგომარეობით - „ყაველაშვილი“.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ქართველებისთვის საყვარელი სპორტი, ფეხბურთი, არც რთულ პერიოდებში კარგავს აქტუალობას.

უფრო დეტალურად Bpn.ge გთავაზობთ ბოლო ერთი კვირის, ასევე ერთ თვის რეიტინგს, თუ რას ეძებდნენ ქართველები ყველაზე ხშირად.

7 დღის განმავლობაში:

  • ზაზა ოქუაშვილი
  • „უდინეზე ნაპოლი“
  • „რაიო ვალიეკანო რეალ მადრიდ“
  • ციაო მინი
  • Udinese vs napoli

30 დღის განმავლობაში:

  • ყაველაშვილი
  • მიხეილ ყაველაშვილი
  • Georgia vs Czech
  • Moana2
  • Formula live

შეგახსენებთ, რომ „მთავარის“ დირექტორის გიორგი გაბუნიას განცხადებით, ზაზა ოქუაშვილი არხის დახურვას აპირებს. თუმცა, მოგვიანებით, ბიზნესმენმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

რაც შეეხება მიხელ ყაველაშვილს, ის მიმდინარე წლის 14 დეკემბერს კოლეგიამ (300-მა ხმოსანმა) ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია.

ნინი ქეთელაური