სპორტული მანქანების იტალიურმა მწარმოებელმა, Lamborghini-მ თავისი პირველი ელექტრომოდელის გამოშვება 2029 წლისთვის გადადო, რადგან, კომპანიის შეფასებით, სპორტული ავტომობილების ბაზრის სეგმენტში სრული ელექტროფიკაციის დრო ჯერ არ დამდგარა.
ამის შესახებ Lamborghini-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, შტეფან ვინკელმანმა განაცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.
მანამდე, კერძოდ, 2023 წლის აგვისტოში Lamborghini-მ გამოაცხადა, რომ თავის პირველ 100%-იან ელექტრომობილს 2028 წელს, მონტერეის ავტოსალონზე წარადგენდა.
“2025 ან 2026 წელს ბაზარი ჩვენს სეგმენტში მზად არ იქნება. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ 2029 წელი ელექტრომობილებისთვის დაგვიანებული იყოს,” - აცხადებს ვინკელმანი.
ცნობისთვის: კონკურენტი კომპანია, Ferrari თავისი ელექტრომობილის პირველ მოდელს 2025 წლის პირველ კვარტალში გამოუშვებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ