კომპანია Georgian Bus აცხადებს, რომ გმობს ძალადობას და უერთდება საქართველოში არსებულ პროტესტს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
განცხადებას კომპანია სოციალური ქსელით ავრცელებს.
„Georgian Bus-ი ემიჯნება და გმობს ძალადობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავდაუზოგავად იბრძვიან ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
მტკიცედ გვჯერა და გვწამს, რომ საქართველო არის ევროპული ღირებულებებისა და კულტურის ნაწილი, ამიტომაც ვუერთდებით დემონსტრანტების და თავისუფალი ბიზნესის მოთხოვნებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.