ყველა საახალწლო თუ სადღესასწაულო ღონისძიება გავაუქმეთ, ასეთ დროს არც გვეზეიმება“ - „დელირია“

კაფე-რესტორანი „დელირია“ ყველა საახალწლო ღონისძიებას აუქმებს და ამის შესახებ სტუმრებს ინფორმაციას სოციალური ქსელით აწვდის.

„ყველა საახალწლო თუ სადღესასწაულო ღონისძიება გავაუქმეთ, ასეთ დროს არც გვეზეიმება. ამიტომ ვინც გვირეკავს საყვედურით, რატომ არ გაქვთ ცოცხალი მუსიკა და გართობაო, რა ვიცი, სხვა ქვეყნიდან ხართ? რესტორანი მუშაობს, გინდა, მოდი.

ჩვენ არ გვეზეიმება და "ცირკი" კიდევ კისრამდეა. გაახილე თვალი. ჰო, ბარბარობას დავსწრებოდეთ უკეთეს აწმყოსა და რეალობაში შემოგვიარეთ, სამუშაო დღეებში 16:00-დან შაბათ/კვირას 12:00 და გახსოვდეთ: "ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!", - აღნიშნულია „დელირიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია ზარიძე