ISET-ის სტუდენტები და კურსდამთავრებულები 21 დეკემბერს მარშს გამართავენ

ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები 21 დეკემბერს საპროტესტო მარშს გამართავენ. ღონისძიების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა.

„ჩვენ, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვერთიანდებით მარშზე. ჩვენი მთავარი გზავნილები:- საქართველო არის ევროპა.

- ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება არის ჩვენი მომავალი — ჩვენ ვერ დავთანხმდებით პროცესის შეჩერებას ან ქვეყნისთვის განვითარების შეფერხებას.

- თავისუფლება, დემოკრატია და პროგრესი — ეს არის ის, რაც გვაერთიანებს, და ჩვენ არ დავთმობთ ამ იდეალებს.

მოთხოვნები:

- თავისუფლება ყველა უსამართლოდ დაკავებულ აქციის მონაწილეს.

- ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

- შეხვედრის დრო: 21 დეკემბერი, 19:00 საათი.

შეხვედრის ადგილი: ISET-ს შენობა (მიხეილ ზანდუკელის #16)დანიშნულების ადგილი: პარლამენტის შენობა“, - აღნიშნულია ღონისძიების აღწერაში.

ნათია ზარიძე