ილონ მასკი მსოფლიოში კვლავ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია. ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მისი ქონება 18 დეკემბრისთვის 486 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, Forbes-ის მიხედვით კი 464 მილიარდი აშშ დოლარად.
მისი ქონების ზრდა ძირითადად Tesla-სა და SpaceX-ში წილების მომგებიანობამ განაპირობა.
2021 წლის ნოემბერში ის გახდა პირველი ადამიანი მსოფლიოში, რომლის ქონებამ 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, 2024 წლის დეკემბერში კი პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ 400 მილიარდ დოლარს მიაღწია.