„წყალი მარგებელი“ - პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა

„ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, - ამის შესახებ აღნიშნულია სს „წყალი მარგებელი“-ს („ნაბეღლავი“) მიმართვაში.

„ბოლო მოვლენების შედეგად დაკავებული მოქალაქეები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.

მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასაძლევად აუცილებელია ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა“, - აღნიშნულია კომპანიის მიმართვაში.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებას, შეაჩეროს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესი და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. მოქალაქეები 22 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, შეიქმნა არაერთი პლატფორმა, სადაც ბიზნესები საკუთარ პოზიციას აფიქსირებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყანა მიდის „რუსეთის გზაზე“, რაც საქართველოს და მის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოსახლეობა და ბიზნესი მოითხოვს, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.

მერი ტაბატაძე