იტალიის გასტრონომიული და ღვინის ტურიზმის სექტორი, 2023 წელთან შედარებით, 12%-ით, ხოლო ბოლო 8 წლის განმავლობაში 49%-ით გაიზარდა.
ინფორმაციას Wine News ავრცელებს.
წელს გასტრონომიულმა ტურიზმმა იტალიას 40,1 მლრდ ევრო მოუტანა.
გასტროტურიზმის ყველაზე პოპულარული მიმართულებები ტოსკანა და ნეაპოლია, შემდეგი კი ემილია-რომანიას, პულიას, სიცილიას და კამპანიას რეგიონებია.
ტურისტებს შორის ყველაზე მეტად ისეთი ჯგუფები გამოირჩევა, როგორიც არის ავთენტური შთაბეჭდილებების მაძიებელი მოგზაურები; ასევე, ტურისტები, რომლებიც გასტრონომიას სოციალიზაციის შესაძლებლობად განიხილავენ და ისინი, ვინც თავიანთი კულტურის გასამდიდრებლად მოგზაურობენ.
იტალიის კულინარიის მიმართ დიდი ინტერესს ბევრი ევროპელი ტურისტი გამოხატავს. კერძოდ, დაახლოებით, 20,6 მლნ პოტენციურ მოგზაურს იტალიის შესწავლა გასტრონომიული მიზეზების გამო სურს.
ქვეყნის ყველაზე წარმომადგენლობითი აგროსამრეწველო პროდუქტი ღვინოა, რასაც ერთნახადი ზეითუნის ზეთი, პიცა, მაკარონი და ყველი მოსდევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ