2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან თხილის ექსპორტი 18%-ით გაიზრადა. თუ 2023 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ 65.383 მლნ დოლარის ღირებულების (11 744 ტონა) ნაჭუჭგაცლილი თხილი გაყიდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 77.168 მლნ დოლარი (11 012 ტონა) შეადგინა.
უფრო კონკრეტულად კი, საქსტატის ინფორმაციის თანახმად, წელს ყველაზე მეტი ქართული თხილი ესპანეთმა იყიდა. იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით ესპანეთმა 1 664 ტონა თხილი იყიდა და 12.636 მლნ დოლარი გადაიხადა.
რაც შეეხება ფასს, 1 კგ თხილის საექსპორტო ფასი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში უფრო მაღალი იყო, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. კერძოდ, თუ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში თხილის საექსპორტო ფასი დაახლოებით 5 დოლარი იყო, 2024 წლის იანვარში ფასმა საშუალოდ 7 დოლარი შეადგინა.