სალომე ზურაბიშვილი - ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი -  შევხდეთ ერთად!

ახალი წელი იქნება გამარჯვების, მშვიდობისა და თავისუფლების წელი. შევხდეთ ერთად! , - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“ დაანონსებულ საახალწლო პროტესტთან დაკავშრებულ აქტივობას.

სოციალურ ქსელში მოქალაქეების ორგანიზებით, 31 დეკემბერს 23:00 საათზე „ახალი წლის ჯადოსნური საპროტესტო ღამეს“ იგეგმება.

მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ აპირებენ შეიკრიბებიან.

„ამ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვართ ლეგიტიმური - ქართველი ხალხი“, - წერია ღონისძიების აღწერაში.